სტრატეგია აღმაშენებელი ეხმაურება ბათუმში ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერზე, გიორგი კირთაძეზე თავდასხმას და აცხადებს, რომ ეს წინასწარ განსაზღვრული პროვოკაცია იყო.
პარტია მოუწოდებს ქართულ ოცნებას, დროულად შეაჩერონ სამოქალაქო დაპირისპირების გაღრმავების ეს მცდელობა და თავდამსხმელის მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარონ.
"სტრატეგია აღმაშენებელი გმობს ოპოზიციის წარმომადგენელზე, გიორგი კირთაძეზე თავდასხმას, რომელიც ცოტა ხნის წინ განხორციელდა ტვ ფორმულას პირდაპირ ეთერში. ეს არის წინასწარ განსაზღვრული პროვოკაცია ოპოზიციის ლიდერებისა და წარმომადგენლების მისამართით და დასტური იმის, რომ პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება ხსნას და გამოსავალს მხოლოდ სამოქალაქო დაპირისპირებასა და კონფრონტაციაში ხედავს. მივმართავთ ქართული ოცნების ლიდერებს, დროზე შეაჩერონ სამოქალაქო დაპირისპირების გაღრმავების ეს მცდელობა და თავდამსხმელის მიმართ გაატარონ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები"- ნათქვამია განცხადებაში.
უცნობმა პირმა კირთაძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ცოტა ხნის წინ პირდაპირი ჩართვის დროს მიაყენეს. თავს დაესხნენ ფორმულას გადამღებ ჯგუფსაც.